saWmeli sokoebi - tyubla soko
Домен: | Эукариоты |
Царство: | Грибы |
Отдел: | Базидиомицеты |
Класс: | Агарикомицеты |
Порядок: | Агариковые |
Семейство: | Физалакриевые |
Род: | Опёнок |
Вид: | Опёнок ссыхающийся |
Международное научное название: | Armillaria tabescens |
ტყუბლა სოკო - (ინგ. Armillaria tabescens) (რუს. Опёнок ссыхающийся)
სინონიმი: უცნობია.
სოკო Physalacriaceae-ის ოჯახისა.
ტაქსონომია (კლასიფიკაცია)
სახეობა პირველად აღწერა იტალიელმა ბოტანიკოსმა ჯოვანი სკოპოლიმ 1772 წელს, წიგნში Flora carnolica როგორც Agaricus tabescens. 1921 წ. მიკოლოგმა ლ. ემელმა იგი (სახეობა) გადაიყვანა Armillaria-ს გვარში.
ბიოლოგიური აღწერა
ქუდი 3-10სმ. დიამეტრში, ახალგაზრდა ასაკში გამობერილი, მერე ფართოდ გამობერილი ფორმის, ცენტრში ფართო ბორცვით. ქუდის ზედაპირი მშრალი, მოწითურო-ყავისფერი ფერის, უფრო მუქი ქერცლებით. რბილობი თეთრი ან მურიფერი ფერის, მძაფრი სუნით, მწკლარტე გემოთი. ჰიმენოფორა ფირფიტოვანი, ფირფიტები შეზრდილია ფეხთან ან ოდნავ ქვემოთ მიუყვებიან, თეთრი, მერე მოვარდისფრო ფერის. ფეხი 7,5-20სმ. სიგრძის და 0,5-1,5სმ. სისქის, ძირისკენ შევიწროვებული, ზედა მხარეს მოთეთრო, ქვემოთ მოყვითალო ან მოყავისფრო, ბოჭკოვანი. რგოლი არ აქვს. სპორების ფხვნილი კრემისფერი ფერის. სპორები 6,5-8×4,5-5,5 მკმ, ელიფსისებური, გლუვი, ჰიალინური, არაამილოიდური. საკვებად ვარგისია, ითვლება გემრიელ სოკოდ.
არეალი და ეკოლოგია
გვხვდება ჯგუფებად, ხეების კუნძებზე და ფესვებზე, ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით.
მსგავსი სახეობები
Galerina-ს გვარის სახეობები, ზოგიერთი მათგანი ძალიან შხამიანია, კარგად განსხვავდებიან სპორების ყავისფერი ფხვნილით. Armillaria-ს სხვა სახეობებს გააჩნიათ რგოლები.
სინონიმები
• Agaricus caespitosus (BERK.) BERK. & M. A. CURTIS, 1869, NOM. ILLEG.
• Agaricus monadelphus MORGAN, 1883
• Agaricus tabescens SCOP., 1772basionym
• Armillaria mellea var. exannulata PECK, 1893
• Armillaria mellea var. tabescens (SCOP.) REA & RAMSB., 1917
• Armillariella tabescens (SCOP.) SINGER, 1943
• Clitocybe monadelpha (MORGAN) SACC., 1887
• Clitocybe tabescens (SCOP.) BRES., 1900
• Collybia tabescens (SCOP.) SACC., 1887
• Fungus tabescens (SCOP.) KUNTZE, 1898
• Lentinus caespitosus BERK., 1847
• Monodelphus caespitosus (BERK.) MURRILL, 1911
• Pleurotus caespitosus (BERK.) SACC., 1887
• Pocillaria caespitosa (BERK.) KUNTZE, 1891